Loading...

ChatGPT-ის ახალი ფუნქცია: Ghibli-ს სტილში ფოტოების გენერირება

Blog image

რამდენიმე წლის წინ, რობოტები და ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ მცირე მასშტაბით ცდილობდნენ ადამიანების სამყაროში შემოხედვას, თუმცა დღეს ისინი იმას აკეთებენ, რისი წარმოდგენაც ბევრისთვის შეუძლებელიც კი იყო.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და საინტერესო სიახლე, რომელმაც ბოლო დროს აჟიოტაჟი გამოიწვია, ChatGPT-ის ახალი ფუნქცია – Ghibli-ს სტილში ფოტოების გენერირებაა.

თუ კარგად იცნობთ Ghibli-ის სტილს, სავარაუდოდ, გონებაში მყისიერად Spirited Away ან My Neighbor Totoro გაგიელვებთ. სამყარო, სადაც სიმარტივე და სილამაზე ერთმანეთს აბსოლუტურად ჰარმონიულად ერწყმის.

ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ - ChatGPT-ის ამ ახალი ფუნქციის გამოყენებით, შეგიძლიათ ამ სამყაროს ნაწილები რეალობად თავად აქციოთ, ჰაიაო მიაძაკის ჩარევის გარეშე.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივია: მხოლოდ ბრძანების საფუძველზე, რომელსაც თქვენ ჩაწერთ, ხელოვნური ინტელექტი ისეთ გამოსახულებებს ხატავს, რომლებიც ერთი-ერთში Ghibli-ის ანიმაციებს ჰგავს.

თქვენ ქმნით გმირებს, ან საკუთარი თავის ავატარებს, რომლებიც მიაძაკისეული ბუნების შუაგულში, ბნელ ტყეებსა, თუ შთამბეჭდავ ცისფერ მდელოებზე ჩნდებიან. და ეს ყველაფერი, ზუსტად ისე გამოიყურება, თითქოს Ghibli Studio-ს ფილმიდანაა ამოღებული.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ახალ ფუნქციას ყველგან დადებითი რეაქცია არ მოჰყოლია. აღშფოთება პირველ რიგში, თავად Studio Ghibli-მ გამოხატა. უკმაყოფილება არც თავად მიაძაკიმ დამალა და განაცხადა, რომ ეს მათი ნატიფი, ხელით შექმნილი ხელოვნების გაშარჟება უფროა, ვიდრე პატივისცემა, რასაც ბევრი მომხმარებელიც დაეთანხმა.

დავა სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება, თუმცა ერთი რამ ცხადია. დამახასიათებელი ფერების და დეტალების ეფექტების დახმარებით, AI უზარმაზარ ახალ შესაძლებლობებს ხსნის, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ხელოვნების სამყაროზე, არამედ ზოგადად ვიზუალურ კულტურაზეც.

საბოლოო ჯამში, კი ვიღებთ ახალ სამყაროს, რომელიც თითქოს გუშინდელ დღეს ეჭვქვეშაც კი აყენებს.

როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია - რამდენიმე სიტყვა და ღილაკის დაჭერა საკმარისია, რომ რეალურ, ნატიფ ძველ სამყაროს, ახალი სული შთაბეროთ. დღეს ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ამას ჯადოქრობას უწოდებს, ზოგი კი ხელოვნების ხელყოფად აღიქვამს.

გსურთ სხვა სტატიების ნახვა? ბლოგზე გადასვლა

მაღლა