განხორციელებული პროექტები
გრაფიკული ნოველა
გრაფიკული ნოველა "ბუნებრივი ინტელექტი" ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა და ის წარმოადგენს ერთგვარ ხედვას იმ მომავლის შესახებ, სადაც ადამიანები და რობოტები ჰარმონიულად თანაარსებობენ.
ტექსტი შექმნილია ადამიანის მიერ, ვიზუალები კი Midjourney-ის საშუალებით. პროექტის მიზანია დაეხმაროს მკითხველს უკეთ გააცნობიეროს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ რეალობას და რა როლი შეიძლება ქონდეს მას მომავლის ფორმირებაში.

პროლოგი
საკითხავი ის კი არ არის, შესაძლებელია თუ არა ინტელექტუალურ მანქანას ქონდეს ემოციები, არამედ - შეიძლება თუ არა არსებობდეს ნებისმიერი სახის ინტელექტი, ემოციების გარეშე.
მარვინ მინსკი
ეს გრაფიკული ნოველა იმ ეპოქის ლოგიკური გამოძახილია, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ… იმ დროის, რომლის ყოველდღიურობაშიც იმდენად ღრმად შემოიჭრა ტექნოლოგიები, რომ ზღვარი ჩვენსა და მანქანებს შორის უფრო მეტად გაფერმკთალდა, ვიდრე ამას წინა საუკუნეში წარმოვიდგენდით. ადამიანებს უხსოვარი დროიდან უჭირდათ სიახლეების მიღება და მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად განვითარების პროცესიც მნიშვნელოვნად აჩქარდა, ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი" ბევრში გაღიზიანების და შიშის მიზეზიც კი ხდება… თუმცა დროს ვერავინ შეაჩერებს და შესაბამისად - ვერც განვითარებას. იქნებ ერთადერთი სწორი გზა და გამოსავალი ჩვენი და "ჭკვიანი" მანქანების თანაცხოვრებაა?!
ამ ნოველას "ბუნებრივი ინტელექტი" ქვია და ის ადამიანების და რობოტების ურთიერთობის ოპტიმისტური სცენარის გააზრების შედეგად დაიბადა. ნაწარმოების მთავარი გმირი ჰუმანოიდი რობოტი ლუია. მისი თავგადასავალი ჩვენთვის ჯერ კიდევ წარმოუდგენელ, ფანტასტიკურ სამყაროში ვითარდება. ნოველის ყველა ეპიზოდს მიღმა კაცობრიობის ფუნდამენტური, უცვლელი შეკითხვების პარალელურად, ახალი, ამოუხსნელი ამოცანები დგას, რომელზე პასუხების ძიებაც თქვენთვის მოგვინდია…