კურსის შესახებ
წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც თქვენი შვილი არა მხოლოდ იყენებს ტექნოლოგიებს, არამედ თავად ქმნის მათ. ხელოვნური ინტელექტი (AI) დიდი ხანია გაცდა სამეცნიერო ფანტასტიკის კონცეფციას. ის უკვე საკმაოდ ღრმად არის ინტეგრირებული ჩვენი და ჩვენი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს ტენდენცია დღეს კიდევ უფრო მზარდია, ვიდრე ოდესმე. პროექტი "AI ია" ეხმარება ბავშვებს მიიღონ მონაწილეობა ამ საინტერესო და გარდაუვალ ტექნოლოგიურ რევოლუციაში და მათ ასაკობრივ ჯგუფებზე მორგებულ კურსებს თავაზობს.
პროგრამის ფარგლებში
ბავშვები AI-ს ცნებებს ინტერაქტიული თამაშებისა და სახალისო აქტივობების გზით ეცნობიან. "AI ია"-ს ფუნდამენტური მიზანია დაეხმაროს 9-დან 16 წლამდე მოზარდებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ასწავლოს მათ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენება და საბოლოო ჯამში, მოამზადოს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომავლისთვის.
დაწყების თარიღი
შევსებისთანავე
ხანგრძლივობა
3 თვე
გაკვეთილების სიხშირე და რაოდენობა
კვირაში ერთხელ - 2 სთ
კვირაში ორჯერ - 1 სთ
ფასი
360 GEL
კურსის მიზანი:
- ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძვლების გაცნობა
- კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება
- AI-ს პრაქტიკული გამოყენებისთვის საჭირო უნარების შეძენა თამაშებისა და სახალისო პროექტების მეშვეობით.
კურსის შედეგი:
- მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას AI-ს საფუძვლებისა და მისი მრავალფეროვანი ხელსაწყოების შესახებ
- შეძლებენ AI-ს ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენებას
- განუვითარდებათ კრეატიულობა, გუნდური მუშობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
სილაბუსი
რას ისწავლით
მოდული 1: რა არის AI?
- "არის თუ არა ეს AI?" (ვისწავლოთ რომელი მოწყობილობები იყენებენ AI-ს)
- პრაქტიკული დავალება
- როგორ სწავლობს AI
- განვიხილოთ AI ინსტრუმენტების სია, რომლებიც გამოიყენება სახლში და სკოლაში
- შევქმნათ მარტივი მონაცემთა ბაზა
- პრაქტიკული დავალება
მოდული 2: AI პრაქტიკაში
- DALLE, MIDJOURNEY-ს შესწავლა
- შევქმნათ პლაკატები AI - ხელსაწყოების გამოყენებით
- პრაქტიკული დავალება
- განვიხილოთ AI-ზე დაფუძნებული თამაშები
- ვასწავლოთ AI-ს, როგორ გაიმარჯვოს თამაშში
- პრაქტიკული დავალება
- გამოვიყენოთ no-code პლატფორმები ჩატბოტის შესაქმნელად
- შევიმუშაოთ თემატური ჩატბოტი (მაგ.: რობოტი მასწავლებელი)
- პრაქტიკული დავალება
მოდული 3: AI -ს სუპერ ხელსაწყოები
- AI-ს ჩართულობა დანაშაულის ამოხსნასა და კონსერვაციაში
- შევქმნათ "AI დეტექტივი", რომელსაც პრობლემების გადაჭრა შეუძლია
- პრაქტიკული დავალება
- განვიხილოთ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს AI-მ საზოგადოება სხვადასხვა მიმართულებით
- პრაქტიკული დავალება
მოდული 4: სამართლიანი და ეთიკური AI
- განვიხილოთ შეიძლება თუ არა AI-მ დაუშვას შეცდომა
- როგორ გავხადოთ AI სამართლიანი
- პრაქტიკული დავალება
- განვიხილოთ AI-ს დადებითი და უარყოფითი მხარეები
- პრაქტიკული დავალება
მოდული 5: საფინალო პროექტებზე მუშაობა
- მოკლე ვიდეოების შექმნა AI ინსტრუმენტების დახმარებით
- პრაქტიკული დავალება
- AI-ზე მომუშავე პროდუქტის ან აპლიკაციის იდეის შემუშავება
- რჩევები პრეზენტაციის დამზადებისთვის (Shark Tank-ის სტილში)
- პრაქტიკული დავალება
- პროექტების გაზიარება ჯგუფისთვის
- უკუკავშირის მიღება
მოდული 1: რა არის AI?
- AI vs Sci-Fi? (განვასხვაოთ რეალური ფანტასტიკისგან)
- გამოვიყენოთ ChatGpt AI-ს შესახებ ინფორმაციის მისაღებად
- პრაქტიკული დავალება
- განვიხილოთ AI ინსტრუმენტები, რომლებსაც ვიყენებთ სახლში და სკოლაში
- სარეკომენდაციო სისტემების გაცნობა (გამოვიკვლიოთ როგორ ხვდება TikTok რა მოგვწონს)
- პრაქტიკული დავალება
მოდული 2: როგორ გავწვრთნათ AI?
- DALLE, MIDJOURNEY-ს შესწავლა
- შევქმნათ არტი AI - ხელსაწყოების გამოყენებით
- პრაქტიკული დავალება
- განვიხილოთ AI-ზე დაფუძნებული თამაშები
- ვასწავლოთ AI-ს, როგორ გაიმარჯვოს თამაშში
- პრაქტიკული დავალება
- გამოვიყენოთ no-code პლატფორმები ჩატბოტის შესაქმნელად
- შევიმუშაოთ თემატური ჩატბოტი (მაგ:ჩატბოტი, რომელიც ჩვენი საყვარელი სელებრითის ხმით საუბრობს)
- პრაქტიკული დავალება
მოდული 3: AI -ს სუპერ ხელსაწყოები
- AI-ს ჩართულობა დანაშაულის ამოხსნასა და კონსერვაციაში
- შევქმნათ „AI დეტექტივი“, რომელსაც პრობლემების გადაჭრა შეუძლია
- პრაქტიკული დავალება
- განვიხილოთ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს AI-მ საზოგადოება სხვადასხვა მიმართულებით
- პრაქტიკული დავალება
მოდული 4: სამართლიანი და ეთიკური AI
- განვიხილოთ შეიძლება თუ არა AI-მ დაუშვას შეცდომა
- შეიძლება თუ არა, რომ AI იყოს მიკერძოებული
- როგორ გავხადოთ AI სამართლიანი
- პრაქტიკული დავალება
- განვიხილოთ AI-ს დადებითი და უარყოფითი მხარეები
- პრაქტიკული დავალება
მოდული 5: საფინალო პროექტებზე მუშაობა
- მოკლე ვიდეოების შექმნა AI ინსტრუმენტების დახმარებით
- პრაქტიკული დავალება
- შევიმუშაოთ AI-ზე დაფუძნებული ბიზნეს იდეა
- რჩევები პრეზენტაციის დამზადებისთვის (Shark Tank-ის სტილში)
- პრაქტიკული დავალება
- პროექტების გაზიარება ჯგუფისთვის
- უკუკავშირის მიღება
რა უპირატესობები აქვს „AI ია“-ს ონლაინ კურსს:
- სტრუქტურირებული პროგრამა - კურსი დაყოფილია მოდულებად, რაც სწავლების პროცესს თანმიმდევრულს და მართვადს ხდის
- მოქნილი გრაფიკი - კურსის 2 თვიანი ხანგრძლივობა და გაკვეთილების განრიგი ადაპტირებულია სკოლის პროგრამასთან
- თანამედროვე AI ხელსაწყოებზე წვდომა - მოსწავლეებს ექნებათ წვდომა უახლეს AI პლატფორმებსა და რესურსებზე, რაც მეტად ეფექტურს გახდის სწავლების პროცესს
- პრაქტიკული მიდგომა - თითოეული გაკვეთილი მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, რაც ხელს უწყობს ახალი ცოდნის დაუყოვნებლივ გამოყენებას
- პროექტებზე დაფუძნებული სწავლება - თითოეული გაკვეთილი მოიცავს პრაქტიკულ პროექტებს, რაც ხელს უწყობს გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას
- შემოქმედებითი უნარების განვითარება - AI-ს გამოყენება ხელოვნებაში, თამაშებში და პროექტებში, ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს გამოავლინონ კრეატიულობა და ფანტაზია
- შემოქმედებითი გამოწვევები - გაკვეთილები მოიცავს ინტერაქტიულ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს კრეატიულობის გაღვივებას და AI-ის შესაძლებლობების აღმოჩენას
- ეთიკის გაკვეთილები - კურსში გაწერილია AI-ს სამართლიანობისა და შეზღუდვების განხილვა, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას
- მენტორული მხარდაჭერა - მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად დაუკავშირდნენ ლექტორს კონსულტაციისთვის
- პროგრესის შეფასება - კურსის მსვლელობისას მოსწავლეები მიიღებენ უკუკავშირს დავალებების შესრულებისას, რაც მათ სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარება
- სერტიფიკატი კურსის ბოლოს - მოსწავლეები მიიღებენ სერტიფიკატს, რომელიც ასახავს მათ მიერ მიღებულ ცოდნასა და უნარებს